2010 წლის 22 აპრილს საქართველოს ბანკების ასოციაციის და შპს “დავების განმხილველი ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კერძო არბიტრაჟის საკითხებს. საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და იურიდიული სამსახურის უფროსებმა. კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები :

1. საქართველოს კანონი “არბიტრაჟის შესახებ”;

2. საარბიტრაჟო შეთანხმება და საერთაშორისო პრაქტიკა;

3. სასამართლო პრაქტიკის აქტუალური საკითხები;

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები;

5. არბიტრაჟის ფორმირება;

6. საარბიტრაჟო საქმიანობის რეგულაცია რამდენიმე ქვეყნის კანონთან შედარებით.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ბანკების, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო, საარბიტრაჟო სასამართლოებისა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეულნი იყვნენ:

•  ეროვნული ბანკი;
•  იუსტიციის სამინისტრო;
•  საქართველოს პარლამენტი;
•  სასამართლო ხელისუფლება;
•  საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია – IFC;