ასოციაცია აქტიურად ჩაერთო ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვის პროცესში და თავისი წინადადებები წარუდგინა ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესმენთა ასოციაციას და ბიზნეს ობმუცმენს. ახალ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში და დისკუსიებში. რის შედეგადაც ჩვენი წინადადებები შეტანილია ერთიან ცვლილებების და წინადადებების პაკეტში, რომელიც საბოლოო შეჯერების შედეგად მომზადდა ბიზნეს ასოციაციის მიერ ახალ კოდექსთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო კომისიაში და რომელსაც აქვს დავალებული მთავრობის მიერ კოორდინაცია გაუწიოს სხვადასხვა ასოციაციების და ბიზნეს სუბიექტების წინადადებებს.