მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესი

1. ეს წესი განსაზღვრავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მისო)
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესსა და პირობებს.
2. ამ წესის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი და “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ”
საქართველოს კანონი.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ”
საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების
უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში გაატარებს მხოლოდ საქართველოს
საგადასახადო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა
ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახეობა და საფირმო სახელწოდება
შეესაბამება “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ”, ასევე “მეწარმეთა შესახებ”
საქართველოს კანონებით და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.