IMG_0114

28 თებერვალს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს USAID/HICD PLUS-სა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციას შორის. დოკუმენტის თანახმად, HICD PLUS-ი განახორციელებს ასოციაციის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს იმისათვის, რომ ასოციაციამ უკეთ შეძლოს მისი ძირითადი ფუნქციების შესრულება.საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მიმართული ძალისხმევის ფარგლებში,USAID-ი მიზანშეწონილად მიიჩნევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებასHICD მეთოდის გამოყენებით.

ადამიანური და ინსტიტუციური რესურსების განვითარება (HICD) კომპლექსური მეთოდია, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ მათი სამუშაოს შესრულების სასურველი ხარისხი, შეაფასონ არსებული მდგომარეობა და განახორციელონსპეციალური ღონისძიებები სამუშაოს შესრულების სასურველი ხარსიხის მისაღწევად. HICD ღონისძიებები სამუშაოს შესრულების დეტალური ანალიზითა და ხარვეზების დადგენით იწყება. USAID-ის თანხმობის საფუძველზე, HICD PLUS-ი ასოციაციის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად შესაბამის ღონიძიებებს განახორციელებს.