მიკროსაფინანსო ასოციაცია IFC-ის პანელურ დისკუსიას შეუერთდა
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ - ნინო დევდარიანმა მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პანელურ დისკუსიაში. განხილულ იქნა მონაცემთა ციფრული კორიდორების ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.






