ტრეინინგი გენდერული თანასწორობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, რომელიც 20 ორგანიზაციას აერთიანებს, ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) საფუძველზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ასოციაციის რამდენიმე წევრის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდგომ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქალებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაანალიზდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე განმარტავს, თუ [...]