მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით 27-29 მაისს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო “ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში”.
საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის გლობალური კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია უკვე მრავალი წელია ამღონისძიების პარტნიორია. ასოციაცია წელსაც აქტიურად მონაწილეობდა თბილისში კონფერენციის ორგანიზებაში.

კონფერენცია გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და MFC-ის საბჭოს და “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ.

კონფერენციას დაესწრო 470-ზე მეტი მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან და ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა 20 სესია და მონაწილეობდა 50-ზე მეტი სპიკერი.