2026 წლის 19–21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში, MFC-ის 28-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელმაც 49 ქვეყნიდან 500-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკების, ინვესტორების, რეგულატორების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი თემა იყო „მიკროსაფინანსო სექტორი გარდამავალ პერიოდში: რისკის ქვეშაა თუ არა მისი მისია?“. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება სექტორმა შეინარჩუნოს სოციალური მისია კაპიტალის ბაზრების ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციის, კლიმატური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში. ისევე როგორც წინა წლებში წელსაც კონფერენციას საქართველოდან ბევრი მონაწილე ესწრებოდა.




