9 თებერვალს „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

BARTA 2025-ის გამარჯვებულებს შორის საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები — მიკრობანკი „კრისტალი“ და მიკრობანკი „ემბისი“ — დასახელდნენ.

„კრისტალმა“ ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში საუკეთესო მდგრადობის ანგარიშისთვის მიიღო, ხოლო „ემბისიმ“ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების კატეგორიაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მიკრობანკი BARTA-ს არაერთგზის გამარჯვებულია.

BARTA-ს ყოველწლიური ჯილდო მიზნად ისახავს ანგარიშგების თანამედროვე სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობას, ჯანსაღი კონკურენციის წახალისებასა და კორპორაციული სტანდარტების გაუმჯობესებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს კომპანიების მიმართ ინვესტორთა ნდობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.