სტაჟირების პროგრამა
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებთან სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ეროვნული ბანკის შენობაში და მას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - არჩილ ბაკურაძემ სტუნდენტებს გააცნეს მიკროსაფინანსო სექტორი და მისი მნიშვნელობა, მიკროსაფინანსო ასოციაცია და სტაჟირების [...]