საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ – ნინო დევდარიანმა მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პანელურ დისკუსიაში.

განხილულ იქნა მონაცემთა ციფრული კორიდორების ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.