2010 წლის 26 – 28 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ყოველწლიური კონფერენცია.
2010 წლის 26 – 28 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ მიკროდაფინანსების ცენტრი (ქ. ვარშავა) და ყაზახეთის მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ფონდების და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის თემა იყო “მსოფლიო ეკონომიური კრიზისის ზემოქმედება მიკროდაფინანსებაზე, სექტორისთვის რისკის ფაქტორები და წინსვლის გზები”. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების [...]