2010 წლის 26 – 28 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ყოველწლიური კონფერენცია.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ მიკროდაფინანსების ცენტრი (ქ. ვარშავა) და ყაზახეთის მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ფონდების და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის თემა იყო “მსოფლიო ეკონომიური კრიზისის ზემოქმედება მიკროდაფინანსებაზე, სექტორისთვის რისკის ფაქტორები და წინსვლის გზები”. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებმა აღნიშნული კონფერენციის დროს სხვადასხვა სემინარებზე და პლენარულ სესიებზე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და სიახლეები მიკროდაფინანსების საქმეში. კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში მონაწილეებს მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლობა დაემყარებინათ კონტაქტები და პარტნიორული, საქმიანი ურთიერთობი, მათ შორის ინვესტორებთანაც. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში ჩვენ ასოციაციასთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების “კრისტალის”, “კრედოს”, “ლაზიკა “კაპიტალის” და ბანკ “კონსტანტას” წარმომადგენლები. აღნიშნულ კონფერენციას წინ უძღოდა აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების პირველი რეგიონალური სამიტი, რომელიც ჩატარდა ასტანაში 24 და 25 მაისს. სამიტის მუშაობაში მიკროდაფინანსების ცენტრის (ქ. ვარშავა) მიერ საქართველოდან მიწვეული იყო საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მოგვეცა მშვენიერი შესაძლებლობა შევხვედროდით სხვა ქვეყნების ასოციაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით უკვე მრავალი წელია მუშაობენ. მათ გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, ვიმსჯელეთ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე და მოვილაპარაკეთ შემდგომ თანამშრომლობაზე.
სამიტის და კონფერენციის მუშაობაში ჩვენი ასოციაციის მონაწილეობა ძალიან სასარგებლო იყო. ასოციაციამ დაამყარა კონტაქტები და გახდა მიკროდაფინანსების ცენტრის (ქ. ვარშავა) პარტნიორი. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც აერთიანებს 110 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ცენტრი აქტიურ როლს თამაშობს ევრიპისა და ცენტრალური აზიის მიკროსაფინანსო ინდუსტრიის განვითარებაში (მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქ. ვარშავაში). მიკროდაფინანსების ცენტრის წევრები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა არიან ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური და კომერციული ინვესტორები, აგრეთვე კერძო ნებაყოფლობითი საერთაშორისო ორგანიზაციები. ცენტრის ხელმძღვანელები დადებითად მოეკიდნენ ჩვენი ასოციაციის შექმნის ფაქტს და შეგვპირდნენ ყოველმხრივ მხარდაჭერას. ჩვენ დავამყარეთ კონტაქტები სხვა ქვეყნების ასოციაციებთან, რომელთა გამოცდილება გამოგვადგება შემდგომ მუშაობაში.
ჩვენი ასოციაცია გახდა მრავალი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორი. ასოციაციის პარტნიორების სიაში შედის “Business Finance Consalting” (ქ. ციურიხი), რომელიც სთავაზობს კონსალტინგურ მომსახურებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და ხელს უწყობს ახალი ბაზრების განვითარებას. ჩვენი პარტნიორია აგრეთვე შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია ”შყმბიოტიცს”, რომელიც ასრულებს საინვესტიციო კომპანიებთან შუამავლის ფუნქციებს. მის მეშვეობით სხვადსხვა ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დაბანდებულია 425 მლნ აშშ დოლარი.