ფინკა ბანკი საქართველო SMART სერტიფიკატის მქონე პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში – ამის შესახებ ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. Smart Campaign – არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.
“ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებასა და ჩვენი კლიენტების კეთილდღეობაზე. SMART- ის მიერ მონიჭებული სერტიფიკატი აღიარებაა იმისა, რომ ჩვენი შიდა სტანდარტები და პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ სამართლიან და ეთიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება,“- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.
ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს, რათა მათ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი, შექმნან სამუშაო ადგილები და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. 2013 წელს ორგანიზაციამ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა და მას შემდეგ მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებს სთავაზობს.
ფინკა ბანკი ქმნის განსხვავებას – ქვეყნის ყველა რეგიონში არსებული სერვის ცენტრების საშუალებით ადგილობრივ საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთაგან 79% სოფლად მცხოვრებია და პოტენციურად კვალიფიცურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.
ფინკა ბანკ საქართველოს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა.

“მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. ფინკა ბანკი შეუერთდა მსოფლიოს მიკროსაფინანსო სექტორის 44 ლიდერ ორგანიზაციას, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტი, რაც, ვფიქრობ, ბრწყინვალე მაგალითი იქნება ამ სფეროში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებისთვისაც,“- განაცხადა ელისაბედ ბარესმა, სმარტის კამპანიის დირექტორმა.