2011 წლის 18–20 მაიის ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა მე–14 MFC–ს ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაში, რომელიც წელს ჩატარდა ქ. პრაღაში (ჩეხეთი). MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი) – არის ქსელი, რომელიც აერთიანებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 105 წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ბანკს, ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას, სოციალურსა და კომერციულ ინვესტორს. კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა 450 სპეციალისტმა, ინვესტორმა და პოლიტიკოსმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებით. კონფერენციაზე განხილული იყო მიკროსაფინანსო სექტორის განვითარების საკითხები, ტენდენციები და მომავლის სტრატეგია.