9 თებერვალს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ჩატარდა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანია ახორციელებს სერვისს AML მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ბიზნეს-რისკების დაზღვევის მიზნით პროგრამულად განახლებადი ტერორისტების და პოლიტიკურად აქტიური პირების სიების მიწოდებას ორგანიზაციებისთვის. Accuity-ის სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს და საქართველოში უკვე 10 წელია მუშაობს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს ასოციაციის წევრებს კომპანიის მუშაობის სპეციფიკა და უპირატესობები.