“საქართვლოს მიკროსაფინანსო ასოციაციის”, შპს “შესაბამისობის ექსპერტი”-ს და კომპანია “Accuity”-ს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად 5 თებერავლს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა შეხვედრა/ტრეინინგი, სადაც საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის კლიენტების გადამოწმება (“სკრინინგი”) ე.წ. “შავ ბაზაში” და პოლიტიკურად აქტიურ პირთა ბაზაში. ტრენინგს ესწრებოდა 40-მდე მსმენელი სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

კომპანია “Accuity” წარმოადგინა მისმა რეგიონალურმა მენეჯერმა გრიგორი იუსუპოვმა. Accuity სთავაზობს ფინანსური დანაშაულის შესაბამისობის სკრინინგის გადაწყვეტილებებს Fircosoft ბრენდის სახელით (გარიგების, ანგარიშის და სავაჭრო ოპერაციების შემოწმება), რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტებს მართონ თავიანთი რისკები და თავიდან აიცილონ რეპუტაციის შელახვა. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.ლონდონში, მას სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს და მუშაობს საქართველოში სხვადასახვა ფინანსურ ინსტიტუტებთან.

კომპანია შპს “შესაბამისობის ექსპერტი” საქართველოს ბაზარზე სთავაზობს საკონსულტციო მომსახურების ფართო სპექტრს AML/CTF მიმართულებით და არაერთხელ ჰქონია წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასთან.