ასოციაციის ორგანიზებით 26 იანვარს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ჩატარდა სემინარი ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა კაპიტალის ბაზრის ექსპერტი – ვახტანგ ხომიზურაშვილი.
სემინარი ეხებოდა ფასიანი ქაღალდების გამოყენების ალტერნატივებს, რაც თავის მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის განაპირობებს მნიშვნელოვანი სარესურსო ბაზის შენარჩუნებას. სემინარს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.