22 ნოემბერს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო სემინარი ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც მიეძღვნა კლიენტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკას და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებს მიკროსაფინანსო სექტორში. სემინარს უძღვებოდა ასოციაციის ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე მალხაზ ძაძუა, მისო “კრისტალის” აღმასრულებელი დირექტორი და მოწვეული სტუმარი ლელა ხოფერია (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი).