საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, რომელიც 20 ორგანიზაციას აერთიანებს, ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) საფუძველზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ასოციაციის რამდენიმე წევრის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდგომ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქალებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაანალიზდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე განმარტავს, თუ რატომ მოხდა მათი წევრებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ტრენინგის ორგანიზება: „გენდერული თანასწორობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი წევრებისთვის ეს პრიორიტეტია, ამიტომ „ეთიკის კოდექსში“ ქალთა გაძლიერების პრინციპები ჩავრთეთ. ტრენინგიც ამ კოდექსის განხორციელების ნაწილია“,-აღნიშნა მან.