9 თებერვალს, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ჩატარდა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანია ახორციელებს სერვისს AML მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ბიზნეს-რისკების დაზღვევის მიზნით პროგრამულად განახლებადი ტერორისტების და პოლიტიკურად აქტიური პირების სიების მიწოდებას ორგანიზაციებისთვის. Accuity-ის სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს და საქართველოში უკვე 10 წელია მუშაობს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს ასოციაციის წევრებს კომპანიის მუშაობის სპეციფიკა და უპირატესობები.
მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან
Ana Napetvaridze2017-03-15T14:11:26+00:00




