ახალი ამბები

Barta 2024

28 თებერვალს გაიმართა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის დაჯილდოება BARTA 2024. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია წლებია ამ ღონისძიების პარტნიორია. ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციები მიკრობანკი კრისტალი და მიკრობანკი MBC გახდნენ BARTA-ს გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ კრისტალი უკვე მეექვსედ და MBC უკვე მეოთხედ გახდა ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი.

Barta 20242026-07-06T12:48:15+00:00

ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან

23 ივნისს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეეხო. ასევე, განხილულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო აქტი და მასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება მონაცემების კანონის მოთხოვნათა დაცვით დამუშავების უზრუნველსაყოფად. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას მიკროსაფინანსო სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძოს სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - არჩილ ჯაველიძე და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი - ნინო ქათამაძე უძღვებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.

ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან2026-07-02T11:50:43+00:00

მიკროსაფინანსო ასოციაცია IFC-ის პანელურ დისკუსიას შეუერთდა

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარემ - ნინო დევდარიანმა მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პანელურ დისკუსიაში. განხილულ იქნა მონაცემთა ციფრული კორიდორების ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

მიკროსაფინანსო ასოციაცია IFC-ის პანელურ დისკუსიას შეუერთდა2026-07-02T11:43:20+00:00

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია შეუერთდა ინიციატივას “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს”

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია შეუერთდა ინიციატივას “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს” და 14 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს მხარეთა კეთილი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა შეთანხმებას საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ქვეყანაში CSR-ის ხელშემწყობი პოლიტიკის და პრაქტიკის [...]

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია შეუერთდა ინიციატივას “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს”2026-07-02T11:01:00+00:00

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2020 წლის 2 ოქტომბერს შედგა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს მიკროსაფინანსო ასცოციაციასა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის. შეხვედრა გაიმართა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილთან და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს, რომლებიც ბიზნესისთვის (მათ შორის მიკროსაფინანსო სექტორისთვის) უალტერნატივოა მედიაციის დროს. მოგვიანებით 9 ოქტომბერს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის [...]

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა2020-11-09T13:10:32+00:00

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 24 აპრილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ეროვნული ბანკის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი შედეგები გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ მონაცემების დინამიკა სებ-ის მოლოდინებთან სრულად შესაბამისია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეროვნულ ბანკში მუდმივად იმართება, რაც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ [...]

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა2019-04-30T14:46:02+00:00

მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება უახლოესი თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით აღინიშნა სექტორის მონაწილეების ჩართულობა ამ პროცესში. შეხვედრაზე აქტიური მსჯელობის საგანი იყო საზედამხედველო მოთხოვნების [...]

მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა2018-02-15T15:05:03+00:00

ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

ფინკა ბანკი საქართველო SMART სერტიფიკატის მქონე პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში - ამის შესახებ ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. Smart Campaign - არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები. “ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებასა და ჩვენი კლიენტების [...]

ფინკა ბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში2021-04-28T22:53:46+00:00

ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შორის 11 მარტს გამართულ შეხვედრისას. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან [...]

ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან2016-04-01T14:01:52+00:00

სტაჟირების პროგრამა

31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებთან სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ეროვნული ბანკის შენობაში და მას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - არჩილ ბაკურაძემ სტუნდენტებს გააცნეს მიკროსაფინანსო სექტორი და მისი მნიშვნელობა, მიკროსაფინანსო ასოციაცია და სტაჟირების [...]

სტაჟირების პროგრამა2014-11-14T13:56:53+00:00
Go to Top