სოფლის განვითარების პროექტი
2011 წლის 25 იანვარს საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციამ მოაწყო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში “სოფლის განვითარების პროექტის” (RDP) დასაფინანსებლად ათწლიანი საკრედიტო ხაზის ათვისებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აიეტ კუკავა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე, ასოციაციის გამგეობის წევრი მისო “კრისტალის” სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე [...]