საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია შეუერთდა ინიციატივას “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს” და 14 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს მხარეთა კეთილი ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა შეთანხმებას საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადობის (CSR-ის) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ქვეყანაში CSR-ის ხელშემწყობი პოლიტიკის და პრაქტიკის მხარდაჭერის მიზნით.