შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან
23 ივნისს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეეხო. ასევე, განხილულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო აქტი და მასთან [...]