28 თებერვალს გაიმართა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის დაჯილდოება BARTA 2024. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია წლებია ამ ღონისძიების პარტნიორია.

ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციები მიკრობანკი კრისტალი და მიკრობანკი MBC გახდნენ BARTA-ს გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ კრისტალი უკვე მეექვსედ და MBC უკვე მეოთხედ გახდა ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი.