ნათია თურნავა მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე ყურადღება სექტორში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გამახვილდა. ასევე, შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დაისახა. შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის მზაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. [...]