24-25 მაისს ქალაქ ბუდვაში (მონტენეგრო) ჩატარდა MFC-ის ყოველწლიური რიგით 25-ე კონფერეცია. კონფერენციას ესწრებოდა 400-ზე მეტი პროფესიონალი მიკროსაფინანსო სექტორიდან, 37 ქვეყნიდან. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები საკმაოდ დიდი შემადგენლობით ესწრებოდნენ აღნიშნულ კონფერენციას. ეს იყო ამ წლის მიკროსაფინანსო სექტორის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
საქართველოს მიკროსფინანსო ასოციაცია უკვე წლებია MFC-ის წევრია, პარტნიორია და ყოველწლიური კონფერენციის აქტიური საინფორმაციო მხარდამჭერი.