18-19 ოქტომბერს ყაზახეთში ქ.ალმა-ატაში Uniglobal-ის ორგანიზებით ჩატარდა „ANNUAL CENTRAL ASIAN MICROFINANCE FORUM“ (ცენტრალური აზიის ყოველწლიური მიკროსაფინანსო კონფერენცია“). კონფერენციას ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, ინვესტორების, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილებოდა სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კომერციული ბანკების მზარდი ინტერესი მიკროდაფინანსების მიმართ, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

აღნიშნული კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად და საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რეგიონში მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაში. კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი, responsAbility, GIZ, KfW ბანკი და სხვა.

„საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია“ გახდა Uniglobal-ის სტრატეგიული პარტნიორი. ასოციაციის თხოვნით, Uniglobal-ის ხელმძღვანელობამ 20% ფასდაკლება გაავრცელა კონფერენციაზე დასწრების მსურველ საქართველოს ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.