Slideshow

News for slideshow

ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

მოგების გადასახადის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები იყო განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლებს შორის 11 მარტს გამართულ შეხვედრისას. სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მათი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გრძელდება მსჯელობა, თუ რა პერიოდიდან [...]

ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან2016-04-01T14:01:52+00:00

მიკრომეწარმე 2015

30 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოში პირველად, კონკურსი „მიკრომეწარმე 2015“ გაიმართა. პროექტი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით ჩატარდა. „მიკრომეწარმე 2015“ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კონკურსის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმედ თამაზ ნამორაძე დასახელდა და მას ფულადი [...]

მიკრომეწარმე 20152016-02-15T12:25:43+00:00

„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები 30 ნოემბერს გახდება ცნობილი

„მიკრომეწარმე 2015“ ფინალური ღონისძიებისთვის იწყებს მზადებას. აღნიშნული კონკურსი საქართველოში წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ახალი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში. [...]

„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები 30 ნოემბერს გახდება ცნობილი2015-11-20T16:02:53+00:00

“კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის პრეზენტაციები

4 ნოემბერს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა - პრეზენტაციები.შეხვედრას ესწრებოდნენ  ასოციაციის წევრი ორგანიზაციების, “კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის წარმომადგენლები. “კრედიტინფო საქართველომ” და Software Group -მა ასოციაციის წევრებს გააცნო თავიანთი პროდუქტები. Software Group -მა ასოციაციის წევრებს შესთავაზა ფასდაკლებები მათ პროდუქტებზე.  

“კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის პრეზენტაციები2014-11-14T14:05:24+00:00

სტაჟირების პროგრამა

31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებთან სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ეროვნული ბანკის შენობაში და მას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - არჩილ ბაკურაძემ სტუნდენტებს გააცნეს მიკროსაფინანსო სექტორი და მისი მნიშვნელობა, მიკროსაფინანსო ასოციაცია და სტაჟირების [...]

სტაჟირების პროგრამა2014-11-14T13:56:53+00:00

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

2014 წლის 12 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ და ფონდმა „კრისტალმა“ გამართეს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა , ერთის მხრივ, მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკის კოდექსის პრეზენტაციასა და ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მის ხელმოწერას, ხოლო მეორეს მხრივ, ფონდი „კრისტალის“ მიერ მომხმარებელთა ფინანსური განათლების ინიციატივის წარმოდგენას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიისა და [...]

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი2014-09-21T22:48:30+00:00
Go to Top