31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებთან სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ეროვნული ბანკის შენობაში და მას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წარმომადგენლები. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა და ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – არჩილ ბაკურაძემ სტუნდენტებს გააცნეს მიკროსაფინანსო სექტორი და მისი მნიშვნელობა, მიკროსაფინანსო ასოციაცია და სტაჟირების სპეციფიკა.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტების სტაჟირებას ასოციაციის წევრ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და „ფინკა ბაკში“. სტაჟირების დაიწყო 7 ნოემბრიდან და გაგრძელდება ორი თვე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სტაჟირების მეორე ეტაპი და პირველი ჩატარდა 2014 წლის გაზაფხულზე, რომელიც შეფასდა წარმატებულად, რადგან სტაჟირება გაიარა 46 სტუდენტმა და აქედან 6 სტუდენტი დასაქმდა იმავე ორგანიზაციაში, სადაც გაიარა სტაჟირება.