Microfinance Centre(MFC)-ის 27-ე კონფერენცია წელს გაიმართება თბილისში 27-29 მაისს.MFC ყოველწლიურად ატარებს გლობალურ კონფერენციას ევროპის და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნებში.
საქართველოში MFC-ის კონფერენცია მეორედ ჩატარდება, პირველად კონფერენცია საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა თბილისში 2012 წელს. წელსაც მიკროსაფინანსო ასოციაცია ეხმარება MFC-ის საორგანიზაციო საკითხებში.
ყოველწლიურად MFC-ის კონფერენციას ესწრება 400-ზე მეტი მიკროსაფინანსო სფეროს განვითარებით დაინტერესებული სპეციალისტი: სექტორის პრაქტიკოსები, უმაღლესი დონის ექსპერტები და დაინტერესებული ინვესტორები. ეს გლობალური ფორუმი იძლევა საშუალებას გაეცნო მიკროსაფინანსო სფეროს თანამედროვე ტენდენციებს, მოაწყო საქმიანი შეხვედრები კოლეგებთან და ინვესტორებთან.