1 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმრო „ბეტსიში“ ჩატარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებაზე დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომობის კვლევის პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN women) დაკვეთით, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის და ქალთა შესაძლებლობების გაზრდა მთელს მსოფლიოში. კვლევა განხორციელდა „საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის“ მონაწილეობით და ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დახმარებით.

პრეზენტაციას დაესწრო და აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, USAID-ის, გენდერულს საკითხებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

კვლევის ქართული და ინგლისური ვერსიის გასაცნობად იხილეთ თანდართული ფაილი.
Key Finding Recommedations
ანგარიში