direktor

About direktor

This author has not yet filled in any details.
So far direktor has created 20 blog entries.

შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში მიკროსაფინანსო ასოციაციისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, 2026 წლის 30 ივნისს, შედგა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარესთან შოთა ბერეკაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის, მიკროსაფინანსო ასოციაციის და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები და განხილულ იქნა საფინანსო სფეროს სხვადასხვა პრობლემური საკითხები.

შეხვედრა პარლამენტში2026-09-29T14:04:01+00:00

MFC-ის 28-ე ყოველწლიური კონფერენცია ალბანეთში

2026 წლის 19–21 მაისს, ალბანეთის ქალაქ დურესში, MFC-ის 28-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელმაც 49 ქვეყნიდან 500-ზე მეტი პროფესიონალი გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკების, ინვესტორების, რეგულატორების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მთავარი თემა იყო „მიკროსაფინანსო სექტორი გარდამავალ პერიოდში: რისკის ქვეშაა თუ არა მისი მისია?“. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება სექტორმა შეინარჩუნოს სოციალური მისია კაპიტალის ბაზრების [...]

MFC-ის 28-ე ყოველწლიური კონფერენცია ალბანეთში2026-09-29T13:59:54+00:00

მიკრობანკებმა „კრისტალმა“ და „ემბისიმ“ BARTA 2025-ის ჯილდოები მოიპოვეს

9 თებერვალს „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) რიგით მეშვიდე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. BARTA 2025-ის გამარჯვებულებს შორის საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები — მიკრობანკი „კრისტალი“ და მიკრობანკი „ემბისი“ — დასახელდნენ. „კრისტალმა“ ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში საუკეთესო მდგრადობის ანგარიშისთვის მიიღო, ხოლო „ემბისიმ“ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების კატეგორიაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე მიკრობანკი BARTA-ს [...]

მიკრობანკებმა „კრისტალმა“ და „ემბისიმ“ BARTA 2025-ის ჯილდოები მოიპოვეს2026-09-29T14:02:45+00:00

MFC ყოველწლიური კონფერენცია თბილისში

მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით 27-29 მაისს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის თემა იყო “ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში”. საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის გლობალური კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია უკვე მრავალი წელია ამღონისძიების პარტნიორია. ასოციაცია წელსაც აქტიურად მონაწილეობდა თბილისში კონფერენციის ორგანიზებაში. კონფერენცია გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია [...]

MFC ყოველწლიური კონფერენცია თბილისში2026-08-20T09:41:01+00:00

ასოციაციის წევრების შეხვედრა შპს “მონაცემთა დაცვის გუნდთან”

5 მაისს, სასტუმრო რადისონში საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრების შეხვედრა შპს "მონაცემთა დაცვის გუნდთან" შეხვედრა ეხებოდა საფინანსო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების აქტუალურ საკითხებს.

ასოციაციის წევრების შეხვედრა შპს “მონაცემთა დაცვის გუნდთან”2026-07-06T15:06:15+00:00

Barta 2024

28 თებერვალს გაიმართა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის დაჯილდოება BARTA 2024. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია წლებია ამ ღონისძიების პარტნიორია. ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციები მიკრობანკი კრისტალი და მიკრობანკი MBC გახდნენ BARTA-ს გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ კრისტალი უკვე მეექვსედ და MBC უკვე მეოთხედ გახდა ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი.

Barta 20242026-07-06T12:48:15+00:00

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და Paysera Bank-ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებისთვის

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და Paysera Bank • პეისერა ბანკის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებისთვის. პეისერა ბანკმა მისოებს გადახდების მიღების ინოვაციური მეთოდი შესთავაზა.

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციასა და Paysera Bank-ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებისთვის2026-07-06T12:29:26+00:00

მასტერკლასი თემაზე ქოუჩინგი ბიზნესში

11 მარტს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით "ქოუჩინგ აფ უნივერსიტეტმა" მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე ქოუჩინგი ბიზნესში, რომელსაც უძღვებოდნენ სპიკერები მარიკა ხალიანი და მაგდა ტყეშელაშვილი.

მასტერკლასი თემაზე ქოუჩინგი ბიზნესში2026-07-02T11:40:18+00:00

MFC ყოველწლიური კონფერენცია

24-25 მაისს ქალაქ ბუდვაში (მონტენეგრო) ჩატარდა MFC-ის ყოველწლიური რიგით 25-ე კონფერეცია. კონფერენციას ესწრებოდა 400-ზე მეტი პროფესიონალი მიკროსაფინანსო სექტორიდან, 37 ქვეყნიდან. საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები საკმაოდ დიდი შემადგენლობით ესწრებოდნენ აღნიშნულ კონფერენციას. ეს იყო ამ წლის მიკროსაფინანსო სექტორის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საქართველოს მიკროსფინანსო ასოციაცია უკვე წლებია MFC-ის წევრია, პარტნიორია [...]

MFC ყოველწლიური კონფერენცია2026-07-02T11:39:58+00:00

ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან

23 ივნისს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს, დაიდენტიფიცირებულ პრობლემებსა და სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეეხო. ასევე, განხილულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო აქტი და მასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება მონაცემების კანონის მოთხოვნათა დაცვით დამუშავების უზრუნველსაყოფად. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას მიკროსაფინანსო სექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძოს სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - არჩილ ჯაველიძე და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი - ნინო ქათამაძე უძღვებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.

ასოციაციის წევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან2026-07-02T11:50:43+00:00
Go to Top