ტრენინგი “იცნობდე შენს კლიენტს და რისკზე დამყარებული მიდგომა”
22 მარტს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი AML-ის კუთხით "იცნობდე შენს კლიენტს და რისკზე დამყარებული მიდგომა". ტრენინგი ჩაატარეს საკონსულტაციო კომპანია "შესაბამისობის ექსპერტის" გამოცდილმა ექსპერტებმა. ტრენინგს ესწრებოდა ასოციაციის წევრების და ასევე სხვა არაწევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 36 წარმომადგენელი.