ღონისძიებები

საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015“ დაიწყო

საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015“ დაიწყო საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და MFC (მიკროსაფინანსო ცენტრი, პოლონეთი) პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ატარებს მიკრო-მეწარმეების კონკურსს - „მიკრო-მეწარმე 2015“ კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მიკრო-მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს ისეთი წარმატებული მიკრო-მეწარმეები, რომლებიც უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესსა და წარმოებას. კონკურსზე განაცხადების მიიღება [...]

საქართველოში მიკრო-მეწარმეების კონკურსი „მიკრო-მეწარმე 2015“ დაიწყო2021-04-28T22:53:46+00:00

GeoCapital-ის საჩუქარი ქუთაისელებს

2015 წლის 8 მარტს ქუთაისში ზ. გამსახურდიას გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital-ის ოფისის გვერდით ახალი სკვერი - GC პარკი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება ღია იყო ფართო საზოგადოებისთვის და მას დაესწრნენ ქ. ქუთაისის მერი ბ-ნ შოთა მურღულია, ვიცე მერი ბ-ნ ნოდარ მიქიაშვილი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირები, ასევე მოწვეულნი იყვნენ ბიზნეს წრეების და მასმედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე [...]

GeoCapital-ის საჩუქარი ქუთაისელებს2021-04-28T22:53:46+00:00

“კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის პრეზენტაციები

4 ნოემბერს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა - პრეზენტაციები.შეხვედრას ესწრებოდნენ  ასოციაციის წევრი ორგანიზაციების, “კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის წარმომადგენლები. “კრედიტინფო საქართველომ” და Software Group -მა ასოციაციის წევრებს გააცნო თავიანთი პროდუქტები. Software Group -მა ასოციაციის წევრებს შესთავაზა ფასდაკლებები მათ პროდუქტებზე.  

“კრედიტინფო საქართველოს” და Software group-ის პრეზენტაციები2014-11-14T14:05:24+00:00

ცენტრალური აზიისა და კავკასიის მე-4 ყოველწლიური მიკროსაფინანსო ფორუმი

16-17 ოქტომბერს ქ.თბილისში Uniglobal-ის ორგანიზებით ჩატარდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის მე-4 მიკროსაფინანსო ფორუმი. აღნიშნული ღონისძიება ფოკუსირებული იყო სექტორში ინვესტიციების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.  საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია იყო ამ ღონისძიების მედია-პარტნიორი. http://uni-global.eu/en/event/2014-163

ცენტრალური აზიისა და კავკასიის მე-4 ყოველწლიური მიკროსაფინანსო ფორუმი2014-11-14T14:30:26+00:00

CENTRAL ASIAN FORUM

18-19 ოქტომბერს ყაზახეთში ქ.ალმა-ატაში Uniglobal-ის ორგანიზებით ჩატარდა „ANNUAL CENTRAL ASIAN MICROFINANCE FORUM“ (ცენტრალური აზიის ყოველწლიური მიკროსაფინანსო კონფერენცია“). კონფერენციას ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, ინვესტორების, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილებოდა სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კომერციული ბანკების მზარდი ინტერესი მიკროდაფინანსების მიმართ, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. აღნიშნული კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად და საკმაოდ [...]

CENTRAL ASIAN FORUM2014-09-11T03:00:20+00:00
Go to Top