ღონისძიებები

24-25 მაისს ქალაქ ბუდვაში, მონტენეგრო ჩატარდება MFC-ის რიგით 25-ე ყოველწლიური კონფერენცია.

24-25 მაისს ქალაქ ბუდვაში, მონტენეგრო ჩატარდება MFC-ის რიგით 25-ე ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციაზე ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან იკრიბება მიკროსაფინანსო სექტორით დაინტერესებული მხარეები, იმართება დისკუსიები მიკროსაფინანსო სექტორის პრობლემებზე, განვითარების შესაძლებლობებზე, შეხვედრები პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

24-25 მაისს ქალაქ ბუდვაში, მონტენეგრო ჩატარდება MFC-ის რიგით 25-ე ყოველწლიური კონფერენცია.2023-03-17T14:18:19+00:00

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება! მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 -განაცხადების მიღებას იწყებს! Meliora - საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ [...]

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 20202020-11-09T13:03:56+00:00

ტრენინგი AML-ის საკითხებზე- Accuity-ს შეთავაზება

"საქართვლოს მიკროსაფინანსო ასოციაციის", შპს "შესაბამისობის ექსპერტი"-ს და კომპანია "Accuity"-ს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად 5 თებერავლს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა შეხვედრა/ტრეინინგი, სადაც საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის კლიენტების გადამოწმება ("სკრინინგი") ე.წ. "შავ ბაზაში" და პოლიტიკურად აქტიურ პირთა ბაზაში. ტრენინგს ესწრებოდა 40-მდე მსმენელი სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. კომპანია "Accuity" წარმოადგინა მისმა რეგიონალურმა მენეჯერმა გრიგორი იუსუპოვმა. Accuity სთავაზობს [...]

ტრენინგი AML-ის საკითხებზე- Accuity-ს შეთავაზება2018-02-09T16:02:41+00:00

სემინარი ფასიანი ქაღალდების შესახებ

ასოციაციის ორგანიზებით 26 იანვარს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჩატარდა სემინარი ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა კაპიტალის ბაზრის ექსპერტი - ვახტანგ ხომიზურაშვილი. სემინარი ეხებოდა ფასიანი ქაღალდების გამოყენების ალტერნატივებს, რაც თავის მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის განაპირობებს მნიშვნელოვანი სარესურსო ბაზის შენარჩუნებას. სემინარს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარი ფასიანი ქაღალდების შესახებ2018-02-09T15:30:16+00:00

სემინარი სოციალური პასუხიმგებლობის სტანდარტების შესახებ

22 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო სემინარი ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც მიეძღვნა კლიენტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრაქტიკას და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებს მიკროსაფინანსო სექტორში. სემინარს უძღვებოდა ასოციაციის ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე მალხაზ ძაძუა, მისო "კრისტალის" აღმასრულებელი დირექტორი და მოწვეული სტუმარი ლელა ხოფერია (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და [...]

სემინარი სოციალური პასუხიმგებლობის სტანდარტების შესახებ2017-11-24T14:39:07+00:00

PwC საქართველოს სემინარი

16 მაისს PwC საქართველომ "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრებისთვის ჩაატარა სემინარი თემაზე " სესხის/კრედიტის სამართლებრივი რეგულირება" სადაც განხილულ იქნა სამოქალაქო კოდექსში განხორცილებული ცვლილებები და ეროვნული ბანკის ახლახანს მიღებული რეგულაციები.

PwC საქართველოს სემინარი2017-09-20T15:33:24+00:00

ტრენინგი “იცნობდე შენს კლიენტს და რისკზე დამყარებული მიდგომა”

22 მარტს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი AML-ის კუთხით "იცნობდე შენს კლიენტს და რისკზე დამყარებული მიდგომა". ტრენინგი ჩაატარეს საკონსულტაციო კომპანია "შესაბამისობის ექსპერტის" გამოცდილმა ექსპერტებმა. ტრენინგს ესწრებოდა ასოციაციის წევრების და ასევე სხვა არაწევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 36 წარმომადგენელი.

ტრენინგი “იცნობდე შენს კლიენტს და რისკზე დამყარებული მიდგომა”2017-09-20T14:20:11+00:00

მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან

9 თებერვალს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ჩატარდა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანია ახორციელებს სერვისს AML მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ბიზნეს-რისკების დაზღვევის მიზნით პროგრამულად განახლებადი ტერორისტების და პოლიტიკურად აქტიური პირების სიების მიწოდებას ორგანიზაციებისთვის. Accuity-ის სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირების დიდი გამოცდილება აქვს და საქართველოში უკვე 10 წელია მუშაობს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს [...]

მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრების შეხვედრა კომპანია Accuity-ის წარმომადგენლებთან2017-03-15T14:11:26+00:00

ტრეინინგი გენდერული თანასწორობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, რომელიც 20 ორგანიზაციას აერთიანებს, ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) საფუძველზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ასოციაციის რამდენიმე წევრის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდგომ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქალებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაანალიზდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე განმარტავს, თუ [...]

ტრეინინგი გენდერული თანასწორობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით2016-07-08T13:46:18+00:00

მიკრომეწარმე 2015

30 ნოემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოში პირველად, კონკურსი „მიკრომეწარმე 2015“ გაიმართა. პროექტი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით ჩატარდა. „მიკრომეწარმე 2015“ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კონკურსის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმედ თამაზ ნამორაძე დასახელდა და მას ფულადი [...]

მიკრომეწარმე 20152016-02-15T12:25:43+00:00
Go to Top